უსაფრთხოების ტექნიკის სხვა მითითებები
- არ შეხედოთ გამოსხივების წყაროს ფოკუსირებული ოპტიკური ხელსაწყოების მეშვეობით, მაგალითად, ბინოკლით ან გამადიდებელი შუშით. ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალების დაზიანება.
| მაგნიტებით აღჭურვილი აქსესუარები ახლოს არ მიიტანოთ იმპლანტებთან და სხვა სამედიცინო მოწყობილობებთან, როგორიცაა კარდიოსტიმულატორი ან ინსულინის ტუმბო. აქსესუარებში მაგნიტები ქმნიან ველს, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს იმპლანტების ან სამედიცინო მოწყობილობების მუშაობა. |
- მაგნიტის აქსესუარები შეინახეთ უსაფრთხო მანძილზე (ელექტრო) მაგნიტური ველების ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარე მონაცემების მაგნიტური მატარებლებისგან და მოწყობილობებისგან/ხელსაწყოებისგან. აქსესუარებში ჩაშენებული მაგნიტების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მონაცემების გამოუსწორებელი დაკარგვა.
