ექსპლუატაციაში ჩაშვება
- თითოეული გამოყენების წინ შეამოწმეთ არის თუ არა დაზიანება ცანგურ მომჭერზე (1) და მომჭერ ქანჩზე (2) .
დაუგეგმავი ჩართვისგან დაცვა თავიდან აგაცილებთ ელექტროხელსაწყოს უკონტროლო ჩართვას ელექტროენერგიაში ხარვეზების შემდეგ.
იმისათვის, რომ გადატვირთოთ ელექტროხელსაწყო, დააყენეთ ამომრთველი (5) პოზიციაში გამორთულია და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო.
მითითება: ძალიან სწრაფი გამორთვისას და ისევ ჩართვისას შეიძლება ჩაირთოს განმეორებითი ჩართვისგან დამცველი, და ელექტროხელსაწყო არ იმუშავებს ჩართული ამომრთველითაც კი (5). დააყენეთ ამომრთველი (5) გამორთვის პოზიციაში და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო.
