როტაციული ლაზერული ნიველირის ექსპლუატაციაში ჩაშვება

საზომი ხელსაწყოს დაყენება

ჰორიზონტალური პოზიცია

ვერტიკალური პოზიცია

საზომი ხელსაწყო დააყენეთ მყარ საყრდენზე ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, დაამონტაჟეთ ინსტრუმენტი შტატივზე (32) ან კედლის სამაგრზე (36) შემოწმების კვანძით.

ნიველირების მაღალი სიზუსტის გამო საზომი ხელსაწყო ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს რყევებზე და პოზიციის ცვლილებაზე. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ საზომი ხელსაწყოს მყარ პოზიციას, რათა გამორიცხოთ შესვენებები მუშაობაში დამატებითი ნიველირების გამო.

ჩართვა/გამორთვა

საზომი ხელსაწყოს ჩასართავად, დააჭირეთ ამომრთველს (4). ყველა ინდიკატორი ხანმოკლედ აინთება. საზომი ხელსაწყო ასხივებს ცვლად ლაზერულ სხივს (6) და საზომ წერტილს ზევით (9) გამოსასვლელი ხვრელებიდან (8).

საზომი ხელსაწყო მაშინვე აწარმოებს ავტომატურ ნიველირებას. ნიველირების პროცესში მდგომარეობის ინდიკატორი (3) ციმციმებს მწვანედ, ლაზერი არ ტრიალებს და ციმციმებს.

საზომი ხელსაწყო გასწორებულია, როგორც კი მდგომარეობის ინდიკატორი (3) აინთება მწვანედ, ხოლო ლაზერი ანთია უწყვეტად. ნიველირების დასრულების შემდეგ საზომი ხელსაწყო ავტომატურად ირთვება როტაციის რეჟიმში.

თქვენ შეგიძლიათ სამუშაო რეჟიმის დაყენება უშუალოდ ნიველირების პროცესში როტაციული რეჟიმის ღილაკით (5) ან ხაზური რეჟიმის ღილაკით (11). ამ შემთხვევაში საზომი ხელსაწყო ირთვება მუშაობის არჩეული რეჟიმით ნიველირების დასრულების შემდეგ.

საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, ისევ დააჭირეთ ამომრთველს (4).

ბატარეების დასაცავად საზომი ხელსაწყო ავტომატურად გამოირთობა, თუ ის იმყოფება თვითნიველირების დიაპაზონს გარეთ 2 სთ-ზე მეტხანს ან თუ რყევის შესახებ გაფრთხილება მუშაობს 2 სთ-ზე მეტხანს. დააყენეთ საზომი ხელსაწყო და ისევ ჩართეთ ის.