როტაციული ლაზერული ნიველირის და დისტანციური მართვის პულტის უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები

უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად, უნდა გაეცნოთ და დაიცვათ ყველა ინსტრუქცია. ამ ინსტრუქციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ინტეგრირებული დაცვის მექანიზმების დაზიანება. არასოდეს დაფაროთ გამაფრთხილებელი წარწერები. შეინახეთ ეს ინსტრუქციები და ნაწარმთან ერთად გადაეცით.

უსაფრთხოების ტექნიკის დამატებითი მითითებები GRL 250 HV :

არ მიმართოთ ლაზერული სხივი ადამიანებისკენ ან ცხოველებისკენ და არ უყუროთ პირდაპირ ან ანარეკლ ლაზერულ სხივს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაბრმავება, გახდეს უდებური შემთხვევის მიზეზი ან დააზიანოს თვალები.

უსაფრთხოების ტექნიკის დამატებითი მითითებები GRL 300 HV, GRL 300 HVG :

არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და არ შეხედოთ ლაზერის სხივს. ეს საზომი ხელსაწყო წარმოქმნის ლაზერის 3R კლასის ლაზერულ გამოსხივებას EN 60825-1 სტანდარტის შესაბამისად. პირდაპირი მზერა ლაზერის სხივზე – დიდი მანძილიდანაც კი – შეიძლება დააზიანოს მხედველობა.